ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულებულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 124 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი გახდა, ვერცხლის მედალს ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ამირან პაპინაშვილის (-60 კგ) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, საქართველომ პირველად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა ძიუდოში.

საქართველოს დელეგაცია ჩემპიონატზე 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათგან ოთხმა შეძლო ფინალურ ბლოკში გასვლა. ყველაზე წარმატებული გამოსვლა გურამ თუშიშვილს ჰქონდა, რომელმაც ყველა შეხვედრა იპონით მოიგო, მათ შორის ფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან. ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ვარლამ ლიპარტელიანს, რომელიც ფინალში კორეელ გუამ ჩოსთან დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის კაპიტანმა მესამე რაუნდში რიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი იპონით დაამარცხა. ამირან პაპინაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი ასევე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის, კარამატ ჰუსეინოვის ძლევით მოიპოვა. ფინალურ ბლოკში გასული კიდევ ერთი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და პირველივე ბრძოლა დათმო.

მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე წარმატებულად იაპონიის ნაკრებმა იასპარეზა. იაპონელებმა ჯამში 8 ოქროს მედალი მოიპოვეს. მათი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა გუნდური შეჯიბრებაც, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრებს, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში არ იყვნენ ქალი ძიუდოისტები. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2018 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე:

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ - გურამ თუშიშვილი

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე