ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის“

ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

მინისტრის თქმით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის. სწორედ ამიტომ, მისი ინიციატივით, ზემოთაღნიშნული პანსიონები სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში მოექცევიან.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონები „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს დაექვემდებარა და მათი მუშაობა დროებით შეჩერდა. ამით კი, ხელი შეეშალა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს, ახლო მომავალში შემუშავდეს პოლიტიკა ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების განათლების მიღების შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შექმნით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე