ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი სამეციერო წრეები საერთაშორისო ფუნდამენტალურ კვლევებში აქტიურად ერთვებიან”

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრა გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ნებისმიერი ქვეყნის განვითარება შეუძლებელია და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი სამეციერო წრეები საერთაშორისო ფუნდამენტალურ კვლევებში აქტიურად ერთვებიან. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის COMET ექსპერიმენტში მონაწილეობას და გამოთქვამს იმედს, რომ ეს იქნება მრავალი მსგავსი სამეცნიერო პროექტისა და თანამშრომლობის დასაწყისი.

იაპონიის გარეთ, COMET საერთაშორისო კოლაბორაცია წელიწადში ერთხელ ე.წ. გასვლით სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად ატარებს. წლევანდელ სამუშაო შეხვედრას, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1-5 ოქტომბერს მასპინძლობს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე