ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროს ინიციატივით მოსწავლეები თეატრის ხშირი სტუმრები იქნებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს  თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრთან და გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრთან.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თეატრს მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის პროცესში  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, იგი ხელს უწყობს მოზარდის გემოვნების ჩამოყალიბებას და პიროვნულ განვითარებას.  იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს გაუღმავდეთ ინტერესი და სწრაფვა ხელოვნებისა და კულტურისადმი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო   თეატრებთან თანამშრომლობას იწყებს.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის  ფარგლებში,  სამინისტრო ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს  თეატრებში მიმდინარე რეპერტუარის თაობაზე სკოლების ინფორმირებას და ასევე, უზრუნველყოს საჯარო სკოლებსა და თეატრებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

 თეატრები თავის მხრივ,  მოამზადებენ მოსწავლეების სასკოლო პროგრამისა და მათი ასაკის შესაბამის სპექტაკლებს, შექმნიან მოსწავლეთათვის კომფორტულ და საინტერესო გარემოს, მოსწავლეებს შესთავაზებენ შეღავათიან საფასურს სპექტაკლზე დასასწრებად და ასევე, სკოლის სურვილისამებრ, უზრუნველყოფენ თემატურ შეხვედრებს თეატრის დასსა და მოწავლეებს შორის.

ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ხელმძღვანელი მიხეილ ანთაძე და გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ბადრიაშვილი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე