ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი სპორტსმენები ბუენოს-აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში არგენტინაში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური დელეგაციის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის ლიცენზიანტები წარადგინა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს.

6-18 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 12 დღის განმავლობაში მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. საქართველოს დელეგაცია სპორტის 10 სახეობაში 15 სპორტსმენით წარდგება.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ: ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა - 10 მ, პნევმატური პისტოლეტი), გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ) გიორგი თოხაძე (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი - ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.

ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები, მწვრთნელები და მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის წამყვანი ქართველი ჟურნალისტი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი იქნება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე