ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამდღიან რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანსაც პარტნიორ ქვეყნებს შორის, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. კონფერენცია განათლების ევროპული ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 6 ქვეყნის (უკრაინა, ბელარუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლოდვა, ყაზახეთი) 50-მდე დელეგატმა მიიღო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ღონისძიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს ახალი ხედვა და სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო. ყურადღება გაამახვილა განათლების ყველა საფეხურს შორის უწყვეტი კავშირის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს.

სამინისტროს მიერ, პროფესიული განათლების რეფორმის ძირითად ასპექტებად განსაზღვრულია: პროფესიული სასწავლებლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, სამუშაოზე დაფუძნებული /დუალური განათლების მასშტაბის ზრდა, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლის ზრდას უკავშირდება.

კონფერენციის მსვლელობისას, თითოელი ქვეყნის მხრიდან, გაკეთდა პრეზენტაციები, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების კუთხით განხორცილებულ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების, მიღწეული შედეგებისა და პროგრესის გაზიარებას ისახავდა მიზნად. განისაზღვრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე