ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის მოადგილეებთან ერთად ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 16 ოქტომბერს თბილისში გასამართი ევროპის სპორტის მინისტერიალის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. საუბარი შეეხო სპორტში ადამიანის უფლებების დაცვასა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს „თბილისის დეკლარაცია“, რომელსაც დელეგატები მინისტერიალის ფარგლებში მიიღებენ. ეს არის საერთაშორისო დოკუმენტი ადამიანის უფლებებისა და სპორტის შესახებ, რომელიც საქართველოს ინიციატივით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. დოკუმენტი მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა სპორტის სფეროში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მიზნით.

მიხეილ ბატიაშვილმა მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელ მაღალი თანამდებობის პირებთან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე