ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“

17 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: სანაპიროს 4), კლასიკური მუსიკის ცენტრის მერ ინიცირეული პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, „კლასიკური მუსიკის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე და ამავე ცენტრის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიულ სივრცეებში - მუზეუმების, ბიბლიოთეკების, გალარეების და სხვა ალტერნატიულ დარბაზებში კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას, მსმენელის რაოდენობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკის ჟანრით.

კონცერტების პირველი ციკლი 18-24 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. პროექტის ფარგლებში, სულ ოთხი კონცერტი გაიმართება. საკონცერტო სივრცედ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი შეირჩა.

18 დეკემბერს ცნობილი ამერიკელი მეცო-სოპრანო ტიფანი აბბანი, თბილისის გოგონათა გუნდის მონაწილეობით, კონცერტების ციკლს ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამით გახსნის;

20 დეკემბერს - ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს;

22 დეკემბერს კი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკელი პიანისტი ენდრიუ ტაისონი. ენდრიუ ტაისონი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოსა და კონკურსის ლაურეატია, მათ შორის 2015 წელს ის გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. შესაბამისად, სიმბოლურად, კონცერტების ციკლის ბოლო ღონისძიება, 24 დეკემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ .

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე