ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეათე რეგიონალური აკადემიური სამიტი უმაღლესი სასწავლებლებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

ა.წ. 2 ნოემბერს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში თემაზე  “ბოლონიის პროცესი და პროგრამულ აკრედიტაციაში ჩართული მთავარი ინსტიტუციები’ ჩატარდა რიგით მეათე რეგიონალური აკადემიური სამიტი. აკადემიური სამიტი გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა  დავით კერესელიძემ. აკადემიურ სამიტზე პროგრამულ აკრედიტაციაზე,  პროგრამულ აკრედიტაციაში მონაწილე მთავარ ინსტიტუციებზე, მოსალოდნელ პროგრამულ აკრედიტაციის პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა პროფესორმა დავით კერესელიძემ, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდის სპეციალურმა წარმომადგენელმა დოქტორმა ჰაინც-ულრიხ შმიტმა, ტულონის უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა პროფესორმა ფრანსუა რეშმა და უმაღლესი განათლების ექპერტმა მარინა ქარჩავამ. შემაჯამებელი კომენტარი აკადემიურ სამიტზე გააკეთა Twining/ CEIBAL -ის ადგილობრივმა მრჩეველმა ქაი ეტზოლდმა.

სამიტის შემდეგ 2-3  ნოემბერს იგივე თემაზე “ბოლონიის პროცესი და პროგრამულ აკრედიტაციაში ჩართული მთავარი ინსტიტუციები’  გაიმართა სემინარი, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდის სპეციალურმა წარმომადგენელმა დოქტორმა ჰაინც-ულრიხ შმიტმა და ტულონის  უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა პროფესორმა ფრანსუა რეშმა. მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს ფრანგული და გერმანული  გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე. ზემოთ აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად 50-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის  წარმომადგენელი იყო დარეგისტრირებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც  ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო  პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.  პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე