ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ, მათი განათლება და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“

17 ოქტომბერს „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები.

ასოციაციის დამფუძნებლებმა ცენტრის სხვა კურსდამთავრებულებს გააცნეს ასოციაციის წესდება, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ წარმოადგენენ და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.

ასევე შედგა ასოციაციის „მრჩეველთა საბჭოს“ წევრების წარდგენა და დაფუძნების დოკუმენტზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. მრჩეველთა საბჭოს წევრები გახდნენ სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; მაია ცქიტიშვილი - ვიცე პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლებისა საკითხებში; ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ნინო ჭელიძე - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ნინო ზამბახიძე - ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; საბა ბუაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი; სოსო გალუმაშვილი - საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" პარტნიორი; ჟან ფრედერიკ პოლსენი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ასოციაციის მისიაა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით, გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • განათლება და მეცნიერება;
  • ეკონომიკური განვითარება;
  • ადამიანის უფლებები;
  • კულტურა;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • გარემოს დაცვა;
  • რეგიონული განვითარება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე