ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბუენოს აირესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს

ბუენოს აირესში საზეიმოდ დაიხურა ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელშიც მსოფლიოს 206 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. თამაშების დასკვნითი ცერემონია ოლიმპიურ სოფელში ჩატარდა. მონაწილე ქვეყნების მედროშეთა ტრადიციულ აღლუმს წინ უძღოდა ცერემონიის ოფიციალური ნაწილი: სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, ეროვნული ოლიმპიური დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, ბუენოს აირესის მერმა, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მედროშეთა აღლუმი, ტრადიციულად, ბერძნებმა გახსნეს, ბოლოს კი გამოჩნდა მასპინძელი ქვეყნის - არგენტინის დროშა. საქართველოს დროშის გამოტანის პატივი ერგო ახალგაზდული ოლიმპიური თამაშების პირველ ქართველ ჩემპიონს, სენაკელ მოჭიდავეს - გიორგი ჩხიკვაძეს.

ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.

მომავალი, 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება. თომას ბახმა სწორედ სენეგალის მერს სოჰამ ელ ვარდამის გადასცა ოლიმპიური დროშა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე