ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის Erasmus+ ეროვნულ ოფისში გამართულ ტრადიციულ საინფორმაციო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ხაზი გაუსვა, რომ ERASMUM + საქართველოსთვის სამაგალითო პროგრამაა, რომელიც ევროპასთან საერთო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს.

„Erasmus+“-ის პროგრამა, რომელშიც საქართველოს 40 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს, განხორციელებული პროექტებისა და სასტიპენდიო პროგრამების მხრივ საქართველო პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უმნიშვნელოვანესი უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის რეგიონული ბიუჯეტის გარდა, Erasmus+ პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით, ექსკლუზიურად 6 მლნ ევრო გამოიყო, რაც მეტ პროექტს და დაახლოებით 800-ით მეტ სტიპენდიანტს ნიშნავს.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იზრდება არა მხოლოდ ქართველი სტიპენდიანტების, არამედ საქართველოში ჩამოსული ევროპელი სტუდენტებისა და პროფესორების რაოდენობა.

სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება და გამოცდილება, რათა ევროპულ ღირებულებებს ეზიაროს“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე