ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება

„ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება.“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ქართლ-კახეთის გვირგვინოსანი მეფე-პოეტის თეიმურაზ მეორის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. პორტრეტის დაბრუნება ფონდი ,,ქართუს“ მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით მოხდა.

მიხეილ ბატიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუს“ დამსახურებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში. ფონდმა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებისათვის თითქმის 100 მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად მიმდინარეობს 57 ძეგლის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარია.

რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად გასაყიდად გამოიტანა მისთვის უცნობი ადამიანის პორტრეტი. პორტრეტის ყველა დეტალი დაემთხვა მეფე თეიმურაზის გრავიურას, რომელიც ანტროპოვის ნახატის მიხედვით შეიქმნა.

თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეიდან გამოიფინება. ორი დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის და მეფის პორტრეტის ნახვა მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე