ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი - „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“ ოფიციალურად გაიხსნა

25-28 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი: „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“. კონგრესი 26 ოქტომბერს 10:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიხსნა. ხსენებული ღონისძიება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის წამყვანი სახელმწიფო უნვიერსიტეტების ეგიდითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.

კონგრესის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ, საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ოლეგ მატიცინმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კაირატ ზაკირიანოვმა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონიის გახსნის შემდეგ, კონგრესის მონაწილეები მოხსენებებით წარდგნენ სპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომს კონფერენციის მომდევნო დღეებშიც განიხილავენ.

XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი ეძღვნება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს. კონგრესის საპატიო სტუმრები არიან მსოფლიოს წამყვანი სპორტის უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე