ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „მარნეულში ქართულენოვანი განათლების კერას სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს“

ქალაქ მარნეულში საქართველოს მთავრობის, ბულგარეთის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, “საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ და საბავშვო ბაღი დაფუძნდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი სკოლა მოინახულა და პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს ესაუბრა.

ბატიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და სწავლებაში ახალგაზრდა პედაგოგები არიან ჩართული. მან მადლობა გადაუხადა დონორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ამდენად წარმატებული პროექტის მხარდაჭერისთვის. „მარნეულის მულტიეთნიკურ გარემოში ქართულენოვანი განათლების კერას სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნა მინისტრმა.

სკოლაში სწავლების სამივე საფეხურისთვის თანამედროვე მაღალი აკადემიური სტანდარტის სასწავლო-სააღმზრდელო გარემოა შექმნილი. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ახალგაზრდა და გამოცდილი პედაგოგებით. ამ ეტაპზე სკოლას 150-მდე მოსწავლე ჰყავს, რომელთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია.

500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალი სასწავლო წლიდან შეუდგა ფუნქციონირებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე