ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილმა და საფრანგეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, პასკალ მენიეს, „ფრანგული ინსტიტუტის“ დირექტორს, პიერ კლუეს, და სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშეს, ელეონორ გარნიეს, შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისა და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში საფრანგეთის საელჩოს მიერ განსაკუთრებული აქტიურობისა და თანადგომისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტთან“ დაკავშირებულ შემდგომ განსახორციელებელ ნაბიჯებს.

მიმდინარე წლის 26 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელი მოეწერა „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის“ განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას. პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესები და ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე