ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიული ტესტირება

2018 წლის შემოდგომის მიღებაზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიული ტესტირება 31 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნული პროცედურა მთელი საქართველოს მასშტაბით 25 პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს.

წელს პირველად, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ადაპტირებული პროცედურის საშუალებით, რომელშიც დამსაქმებლის მონაწილეობით განხორციელდა, სამუშაოზე დაფუძნებულ დუალურ პროგრამებზე ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში 2013 წლიდან დაიწყო.

სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შემუშავდა პროფესიული ტესტირების ალტერნატიული პროცედურა, რომელიც აპლიკანტის მიერ მისთვის სასურველი პროფესიის პრაქტიკულ მოსინჯვას და მიღებული გამოცდილების საფუძვლად პროფესიული არჩევანის გაკეთებას გულისხმობს.

2013 წლიდან 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით, ალტერნატიული ტესტირების მიდგომის გამოყენებით, პროფესიულ განათლებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 1004 პირი ჩაირიცხა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე