ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურის სამსახური ახალი მიდგომებით იმუშავებს

სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. შესაბამისი კომპლექსური სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროთან ერთად შეიმუშავა. ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწსესებულებები აღიჭურვება ვიდეოკამერებით, მანდატურის სამსახური გააძლიერებს ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტს, სრულიად ახალი მიდგომებით მიმდინარეობს მანდატურების გადამზადება. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართულნი თავად მანდატურები.

ბოლო პერიოდში მანდატურებთან სამუშაო შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და მანდატურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა გელა გელაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისის სკოლების მანდატურებთან გამართეს. შეხვედრაზე სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე მანდატურებმა იმ მნიშვნელოვან სიახლეებთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია, რასაც ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. სამუშაო შეხვედრები სკოლის მანდატურებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე