ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან. ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (აშშ) ვიცე-პრეზიდენტ ლონა სტოლისთან, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან და BP საქართველოს გენერალურ მენეჯერთან კრის შლუტერთან ერთად გახსნა.

ახალ შენობაში, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც არის გათვლილი, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტში 4.1 მლნ ლარის კონტრიბუცია განხორციელდა, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა სრულად გარემონტდა.

ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რომლის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ცენტრის FESTO-ს წარმოების თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე პროექტის ძირითადი პარტნიორის, BP - საქართველოს კონტრიბუციას, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიების ნაწილის შესყიდვა მოხდა. ლაბორატორიებში კი, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, პროფესორ-მასწავლებლები გადამზადდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის მიზანი, რომ აღზარდოს მაღალკვალიფიციური, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კადრები. ეს გულისხმობს სკოლადამთავრებულების, უმუშევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ცენტრის ფუნქცია სრულ თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა გაცხადებული“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე