ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში უახლესი სტანდარტების ახალი სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, უახლესი სტანდარტებით აშენებული თბილისის N100 სკოლა გახსნა და სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად თანამედროვე კაბინეტები, საბუნებიმეტველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი დაათვალიერა.

მინისტრმა მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, დღეს 700-მდე მოსწავლეს უახლესი სტანდარტის, ახალი, თანამედროვე შენობა აქვს, რომელიც მოსწავლეებზე ორიენტირებულია ყველა კრიტერიუმით. მანამდე კი ის იყო 1804 წელს აგებული სრულიად ამორტიზირებული შენობა, რომელიც 2014 წლამდე ფუნქციონირებდა.

თითქმის ორი საუკუნის წინ აგებული თბილისის მე-100 საჯარო სკოლის ძველი შენობა სრულიად ატიპიურ ნაგებობას წარმოადგენდა, ვინაიდან ის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სკოლის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მოსწავლეთა რაოდენობა შეემცირებინა.

არაერთი ექსპერტიზის საფუძველზე 2014 წელს განხორციელებული სკოლის დემონტაჟის შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და დღეს, 700-მდე მოსწავლეს თანადროვე სტანდარტების სკოლა აქვს, რომლის ბიუჯეტმა 5 506 000 ლარი შეადგინა.

N100 სკოლა უახლესი სტანდარტების შესაბამისია: შეკიდულ-აკუსტიკური ჭერი; ვინილის იატაკი; დამონტაჟებულია BMS სისტემა, რომელიც შენობის უსაფრთხო და ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს; სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის განგაშის ღილაკი, სენსორული განათება, ელექტრო ფარი, ჰაერის ხარისხის საკონტროლო აპარატურა, გაზის გაჟონვის სენსორი, სასკოლო კარის დეტექტორი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე