ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ნაგებერავოში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს მასშტაბით მორიგი საჯარო სკოლის მშენებლობა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში დასრულდა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკოლა რამდენიმე კვირაში შევა ექსპლუატაციაში.

ბოლო წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის სტანდარტი მნიშვნელოვანად გაზარდა და გაუთანაბრა ევროპულს, შესაბამისად, ნაბეგერავოს სკოლაც ევროპულ ხარისხს შეესაბამება.

თანამედროვე, ვიტრაჟული სკოლის შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას აქვს აკუსტიკური ჭერი, ვინილის იატაკი, რომელიც მდგრადია და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უცვლელ ვიზუალს ინარჩუნებს. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელის ანალოგიც რეგიონში არ არის. დარბაზი 100 მაყურებელზეა გათვლილი და შესაძლებელია ხელბურთის, ფრენბურთის კალათბურთისა და ფეხბურთის რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ნაგებერავოს სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი ასრულდა.

სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლების განმავლობაში არასდროს განხორციელებულა. მოშლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსწავლეების ახლომდებარე საჯარო სკოლებში გადინებას იწვევდა. ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი, ნაბეგერავოს სკოლის მოსწავლეები თავიანთ სოფელში დაბრუნებიან და ახალ, ევროპული ხარისხის მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე