ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოციალური პროექტი „ძლიერები არ ძალადობენ“

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის N166 საჯარო სკოლას, სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი და სხვა მოჭიდავეები ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ასევე, დისკრიმინაციის, ძალადობისა და ბულინგის მავნებლობაზე ესაუბრნენ.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება და მასში ჩართულები არიან ცენტრის ფსიქოლოგები. შეკრებილ მოსწავლეებს ფსიქოლოგებმა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ესაუბრნენ და მათ კითხვებს კვალიფიციური პასუხები გასცეს.

„ძლიერები არ ძალადობენ„ - ამ სლოგანით PRMC-ის პროექტი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე