ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაში დაეხმარება.

ახალი პროგრამები 24 ნოემბრიდან დაიწყება და სამინისტრო მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად პროგრამის - ,,გადამზადება IT მიმართულებით’’ ფარგლებში განახორციელებს.

ახალ პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის გადამზადების კურსები სრულიად უფასოა და ის ერთდროულად ჭოპორტში, ბაღდათში, ხარაგაულში, ზუგდიდში, ახმეტაში, თბილისში, კასპში, გორში, თელავსა და რუხში, 10 ცენტრში ერთდროულად განხორცილდება.

მინისტრის თქმით, პროექტის მიზანია როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, ასევე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის ხელშეწყობა. შესაბამისად, გადამზადების დასრულების შემდეგ მონაწილეები კონკრეტული მიმართულებით დასაქმებასა და სხვადასხვა პროექტების შესრულებას შეძლებენ.

ხაზგასასმელია, რომ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული

ვებგვერდის პროგრამულ კოდში. დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

მსურველთა რეგისტრაცია 14 ნოემბრიდან დაიწყება. კურსი კი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე