ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,საბჭოეთის ისტორიას” საქართველოს ყველა სკოლაში გაეცნობიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №181 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის ,,საბჭოეთის ისტორია” ჩვენებას დაესწრო.

ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში ნაცისტებისა და საბჭოთა რეჟიმის ურთიერთთანამშრომლობის აქამდე უცნობი დეტალებია გამოაშკარავებული.

ფილმში გამოყენებულია ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფის ჰაინრიჰ ჰოფმანის ექსკლუზიური ფოტოები და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოპოვებული მასალები, სადაც ნაცისტების შესახებ საიდუმლო ინფორმაციაა დაცული.

საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებების შესახებ დაზარალებულები, ევროპელი და რუსი პოლიტოლოგები, ევროპარლამენტარები, ყოფილი საბჭოთა დისიდენტები და დაზვერვის აგენტები მოგვითხრობენ.

ფილმის გადაღება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ბელგიაში.  ”საბჭოეთის ისტორიას” პრემიერა ევრო პარლამენტში გასულ წელს  შედგა და ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს არის ფილმი, რომელიც ყველამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა ნახონ, რათა სიმართლე იცოდნენ საბჭოთა რეჟიმზე, ნაციზმზე და არასოდეს დაუშვან წარსულის  გამეორება.

სამინისტროს ინიციატივით ფილმის ჩვენება საქართველოს ყველა სკოლაში გაიმართება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე