ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლიეტუვის საჩუქარი ქართველი მაყურებლისათვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მეასე წლისთავის აღსანიშნავად

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ქ. ნაისაის თეატრმა ლიეტუვიდან, ქართველი მაყურებლებისთვის სპექტაკლი „გზა სამოთხისკენ“ წარმოადგინა.

საზეიმო ღონისძიება ტარდება 2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს მიერ ლიეტუვაში გამართული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „2018 წელი გამორჩეულია ორი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ვინაიდან საქართველო და ლიეტუვა სწორედ მიმდინარე წელს აღნიშნავენ დამოუკიდებლობის ასი წლისთავს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია ჩვენი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამასთან, ლიეტუვა წარმოადგენს საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში უდგას საქართველოს და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“. გარდა ამისა, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოსა და ლიეტუვას ასევე აკავშირებს ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული გამორჩეული ურთიერთსიმპათია, რომელიც წარმოადგენს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მყარ საფუძველს, ამდენად, ძალზე სიმბოლურია, რომ ჩვენი გამორჩეული მეგობარი ლიეტუვის რესპუბლიკა სწორედ ამ შთამბეჭდავი სპექტაკლით გვილოცავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავს“.

თეატრი ასევე უფასო სპექტაკლებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - 15 ნოემბერს სპექტაკლს უმასპინძლებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 16 ნოემბერს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი, 20 ნოემბერს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი.

საქართველოს თეატრებში სპექტაკლების ჩვენება ლიეტუვის მმართველი „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერის, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, რამუნას კარბაუსკისის მხარდაჭერით იმართება. რამუნას კარბაუსკისი დაესწრება 18 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სპექტაკლს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე