ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონიალი 2018 წლის 10 დეკემბერს გაიმართება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2018 წლის 10 დეკემბერს, 18:00 საათზე  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება ,,სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

კონკურსი  გამოცხადდა 2018 წლის  26 ივნისს. კონკურსის  მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიური და წარმატებული მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, ქართული მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის. 

ჯილდო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.

თითოეულ კატეგორიაში გაიცემა მხოლოდ ერთი ფულადი ჯილდო და 1 წარჩინების სიგელი.

წელს კონკურსი მესამედ გამოცხადდა. ამ დროიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო  151 საკონკურსო განაცხადი და გამარჯვებულად გამოვლინდა  14  განაცხადი.  (ამ სამი წლის მანძილზე ჯილდო მოიპოვა   23-მა მეცნიერმა   და 35-მა მიიღო წამახალისებელი სიგელი)

წელს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ, რომლებიც მოიცავენ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას გამოავლინეს „სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფისებისათვის“ 2018 წლის კონკურსის 4  ჯილდოს ნომინაციის გამარჯვებული და წამახალისებელი სიგელების მფლობელები.

ჯილდო გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს:

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერი;
  • სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო  მეცნიერთა ჯგუფი(8 000 ლარი) ეთერ ქემერტელიძის ჯგუფი;
  • ტექნოლოგიებსა და საინჟინრო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი(3 500 ლარი) მაქსიმ იავიჩი;
  • სოციალური და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი(3 500 ლარი) -ვახტანგ ჭარაია;

ასევე წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში:

  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;
  • სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე