ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური ქალაქის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახლო მომავალში სტუდენტურ კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება.

შესაბამისად, პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24 საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები.

მინისტრის თქმით, სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფს. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლით და სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით არა მხოლოდ თსუ-ს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტზე გასულ წელს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რითიც რამდენიმე ინვესტორი უკვე დაინტერესდა. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წარმოება 2019 წელს დაიწყება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე