ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის აშენება იგეგმება

კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით მსოფლიოს წამყვანი ფირმები დაინტერესდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პორტუგალიაში ,,Intel’’-ის საბავშვო სასწავლო ნეტბუკების მწარმოებელი კომპანია JP Sa Couto-ს დამფუძნებელს ხორხე სა კოუტოსა და  პროექტ ,,Magellan’’-ის ხელმძღვანელს ლუის სილვიერა პინტოს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ჩაერთო მსოფლიოში აღიარებულ პროექტში ,,Magellan’’-ი, რომელიც პირველკლასელებისთვის ნეტბუკების დარიგებას ითვალისწინებს. წელს კომპიუტერები მოსწავლეებს საპილოტე სკოლებში გადაეცათ, მომავალი სასწავლო წლიდან კი ნეტბუკებს სახელმწიფო ყველა პირველკლასელ მოსწავლეს უფასოდ დაურიგებს.

ამ პროექტის განსახორციელებლად პორტუგალიური მხარე მზადაა ნეტბუკების წარმოება საქართველოშიც დანერგოს. რაც ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, ამასთანავე ნეტბუკების თვითღირებულებაც  გაიაფდება. ნეტბუკების გარდა ქარხანაში სხვა სახის კომპიუტერების აწყობაც მოხდება, რაც საზოგადოებისთვის კომპიუტერების ხელმისაწვდომობას  კიდევ უფრო გაზრდის.

საქართველოში ნეტბუკების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და Intel-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ დევისმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მსოფლიოში ნომერ პირველი პროცესორების მწარმოებელი კომაპანია Intel-ი ქარხანას უმაღლესი ხარისხის პროცესორებით მოამარაგებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე