ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სწავლის საფასური ევროკავშირის მოქალაქეების იდენტური გახდეს“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკომისასთან ერთად აქტიურად დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ იმავე პირობებით ისარგებლონ, როგორითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, რაც ქართველი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლას მნიშვნელოვნად გააიაფებს.

შესაბამისად, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ანალოგიური პირობების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა გააუმჯობესოს თანამშრომლობის შესაბამისი პლატფორმები ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, რათა უზრუნველყოს ფასთა მიმართებაში თანაბარი მიდგომა ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება სურთ.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება-ჩამოყალიბება და მათი რაოდენობის გაზრდა, რაც სახელმწიფოს გაძლიერებასა და სოციალურ - ეკონომიკური სფეროს მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე