ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

64-ე საჯარო სკოლაში ახალი სასადილო გაიხსნა

კვების სასკოლო ობიექტების კეთილმოწყობა გრძელდება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში მორიგი ახალი სასადილო გახსნა.

64-ე საჯარო სკოლაში, სადაც 900-მდე მოსწავლეა, რამდენიმე წლის განმავლობაში სასადილო არ ფუნქციონირებდა. სამინისტროს მიერ ინიცირებული უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, სასადილო გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კომპანიამ ”უსაფრთხო კვება”.

ისევე, როგორც აქამდე გახსნილ თანამედროვე სტანდარტების სასკოლო სასადილოებში, 64-ე საჯარო სკოლაშიც ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მოხდება. ბარათები მოსწავლეებს ,,ტაოპრივატბანკმა’’ უსასყიდლოდ დაუმზადა. ბარათზე დარიცხულ გარკვეულ თანხას ბავშვი, მხოლოდ სასადილოში და კონკრეტულად საკვების შესაძენად გამოიყენებს.

ახალი პროექტი, რომელმაც პილოტირება რამდენიმე სკოლაში გაიარა, მოსწავლეებისა და განსაკუთრებით, მშობლების მიერ დადებითად ფასდება. მათი აზრით მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტების სასადილოები ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი საკვებით მარაგდება,  არ ხდება ნაღდი ფულის მოხმარება, რაც  ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებების  შემცირებას.

პროექტის განხორციელდება  ქვეყნის მასშტაბით ბევრ სკოლაში მიმდინარეობს და მომავალშიც  გაგრძელდება. ჯანსაღი კვების ობიექტები მალე ყველა სკოლაში დაინერგება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე