ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს

10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით,  ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი. მეცნიერებმა მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაატარეს, აწარმოეს კვლევა და სხვა პრაქტიკული სამუშაოები.

დღესვე, პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის 23-ე საჯარო სკოლას ახალი ლაბორატორია გადასცა. ახალგაზრდა მეცნიერმა ბიოლოგმა ეკა ბაკურაძემ  კი ახლადმოწყობილ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ლაბორატორიაში  მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა.

სამინისტრო მოზარდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს - წარმატებით მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი. თანამედროვე ხელსაწყოები და აპარატურა  მოსწავლეებს ეხმარება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებულად სწავლაში. მოზარდები ატარებენ ცდებს, აწარმოებენ კვლევას და სხვა პრაქტიკულ სამუშაოებს. სწავლების პროცესში პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებსაც.

ახალგაზრდა და მოზარდი თაობის სამეცნიერო კარიერით დაინტერესების მიზნით,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში დაგეგმილია ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ორგანიზება, მეცნიერთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით კონკურსის საფუძველზე კვლევების დაფინანსება, სამეცნიერო-პოპულარული ფილმებისა და პუბლიკაციების მომზადებისა და ტირაჟირების ხელშეწყობა.

ყველა ამ ღონისძიების გატარებით სამინისტრო უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში,  თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების შესახებ  ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართვას სამეცნიერო კვლევებში,  მოსწავლეებში მკვლევარისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. ყველა ამ მიზნის განსახორციელებლად, 2010-2011 სასწავლო წლისთვის პროგრამა ,,აინშტაინის’’ მიხედვით ყველა საჯარო სკოლაში  საბუნებისმეტყველო საგნების ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტებში სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე