ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა სოფელ შამგონაში ახლადაშენებული სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ახლადგახსნილი სკოლა დაათვალიერეს. სოფელი შამგონა  მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეულ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი  ერთადერთი კუნძულია. შამგონა ესაზღვრება გალის რაიონის სოფლებს სიდასა და თაგილონს. ძველი სკოლა 1919 წლიდან ფუნქციონირებდა, რომელიც სიძველის გამო ექსპლუატაციისთვის უვარგისი იყო.

შამგონას საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა.  სკოლის მშენებლობაზე 900 600 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე სკოლის მშენებლობისას ქართველ მშენებლებს ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად უხდებოდათ სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

სკოლა მთლიანად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, სკოლას აქვს ახალი სასკოლო ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, 16 კომპიუტერისგან აღჭურვილი ინფორმაციული ტექნოლოგიების ოთახი, ბიბლიოთეკა, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორია.

პროგრამა „ალუმნაის’ ფარგლებში 1983 წლის კურსადამთავრებულმა ჯიმშერ ღურწკაიამ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში,  სკოლას გადასცა  უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია. მისივე, დაფინანსებით სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გადამზადებას გაივლის გერმანიაში, რათა საერთაშორისო გამოცდილება გაუზიაროს მოსწავლეებს. ჯიმშერ ღურწკაიამ  მათემატიკის მასწავლებელს ასევე დამატებითი ანაზრაურება დაუნიშნა.

სკოლაში ამჟამად  36 პედაგოგი  223 მოსწავლეს ასწავლის. ფიზიკის მასწავლებელს ლელა ბარკალაიას პრეზიდენტმა სტაჟისა და დამსახურების გამო ღირსების ორდენი გადასცა.

სკოლაში სწავლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის ,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია’’ გამარჯვებული, ლტოლვილი გალის რაიონიდან, მე-8 კლასის მოსწავლე ნუკრი შონია, რომელიც პრეზიდენტმა პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა. კომპიუტერი პრეზიდენტისგან ასევე მიიღო მე-7 კლასის ათოსანმა მოსწავლემ  მარიამ შამუგიამ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე