ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები:

  • პრაქტიკულად მოისპო  სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები;
  • 80 %-ით  შემცირდა მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
  • 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ. შატალო);
  • 95%-ით  აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები;
  • 80%-ით  შემცირდა   მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები;
  • 90%-ით  შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები;

აღნიშნული შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და თბილისის საჯარო სკოლების სამასი მანდატურის შეხვედრის მთავარი თემა იყო. დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: ,,სტატისტიკა თვალნათლივ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მანდატურის სამსახურმა გაამართლა. სკოლებში შეიქმნა ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი დაცულია და დამყარებულია დისციპლინა, რომელიც უთუოდ უნდა ახლდეს სასწავლო პროცესს’’.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სკოლის მანდატურის სამსახური  ახალი სასწავლო წლიდან  თბილისის,  ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის   საჯარო სკოლებში ამოქმედდა.

წლის ბოლომდე მანდატურები გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში შევლენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე