ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სერტიფიცირებულ პედაგოგთა წახალისება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ოპტიკურმა კომპანია ”რონიკომ” სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ექსკლუზიური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას და ოპტიკურ სათვალეებსა და სასათვალე ლინზებზე 40%-იან ფასდაკლებას გულისხმობს, პირველი აქცია განხორციელდა.  ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.

სერტიფიცირებულ მასწავლებლებს რონიკოს ოპტიკურ სალონში, უახლესი სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით მხედველობის დიაგნოსტიკა ჩაუტარდათ, კვალიფიციურმა ექიმ-ოფთალმოლოგებმა მათ შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს. პედაგოგებს ასევე საშუალება ჰქონდათ შეღავათიან ფასებში შეეძინათ  უმაღლესი ხარისხის ოპტიკური სათვალეები და სასათვალე ლინზები.

”რონიკო” ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს სთავაზობს მომსახურების განსაკუთრებულ პაკეტს. საშეღავათო პაკეტი მოიცავს:

  • 100 ლარამდე ღირებულების ოპტიკურ ჩარჩოებს;
  • 80 ლარამდე ღირებულების სასათვალე ლინზებს;
  • მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას.

ფასდაკლებით სარგებლობა პედაგოგებს შეუძლიათ ერთჯერადად, 2010 წლის 1 ნოემბრიდან  2011 წლის 1 თებერვლამდე (მიუხედავად სეზონური და სხვა ტიპის აქციებისა).


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე