ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა 183-ე სკოლის მეთორმეტეკლასელებს ახალი საგამოცდო მოდელი წარუდგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 183-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან ერთად, მოსწავლეებს ელექტრონული საგამოცდო ტესტის  ნიმუში წარუდგინა.

2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით,  ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.  წარმოდგენილმა პრეზენტაციამ და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მიწოდებულმა ინფორმაციამ  მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეულ საგანთან, ზოგადად გამოცდებთან დაკავშირებული ანალოგიური ინფორმაციული შეხვედრები,  მათ  ბევრად გაუადვილებთ საატესტატო გამოცდებისთვის მზადებას.

საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  გამოცდა თითოეულ საგანში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. ცალკეული საგამოცდო საგნისათვის იქმნება საგამოცდო საკითხების ბაზა, მასში შემავალი საკითხები სირთულის მიხედვით რამდენიმე (7-10) კატეგორიად იყოფა. დასაწყისში აპლიკანტს  საშუალო სირთულის საკითხები ეძლევა, გაცემული პასუხებით პროგრამა ცოდნის დონეს აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები. საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი ხდება  გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური  ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.

დიმიტრი შაშკინმა და მაია მიმინოშვილმა  უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს. ინფორმაციული შეხვედრები მეთორმეტეკლასელებთან  მომავალშიც გაიმართება, ასევე საქართვერლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოეწყობა ახალი საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია თბილისის სკოლების მოსწავლეთათვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე