ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ანგარიში წარმოადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო. მოწვეულ სტუმართა შორის იყო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების განათლების სამინისტროების წარმომადგენლები.

საერთაშორისო  ღონისძიების  მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობის, მათ შორის 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, ეროვნული შეფასებების, ცენტრის პროექტებისა და პროგრამების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება.

ღონისძიება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის  დირექტორმა, ნათია ჯოხაძემ გააცნო.

ღონისძიებაზე, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მოხსენებებით გამოვიდნენ საერთაშორისო კონსულტანტები ჰოლანდიიდან ჰენკ მოელანსი და ფრანც კლეინსი (საგანმანათლებლო გაზომვების ინსტიტუტი, CITO – Institute of Educational Measurment, ჰოლანდია) და ეუხენიო გონსალესი (ETS - Educational Testing Service - საგანმანათლებლო ტესტირების სამსახური- აშშ).

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების (მოლდოვა, ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, სომხეთი) განათლების სამინისტროების წარმომადგენლები.

ღონისძიების ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა სპეციალური პრიზები და მადლობის სიგელები გადასცა   პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე