ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: საგანმანათლებლო გამოფენები უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის გაეცნონ უნივერსიტეტების პროგრამებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენას ეწვია და სხვადასხვა სასწავლებლების სიახლეებსა და შეთავაზებულ პროგრამებს გაეცნო.

„საგანმანათლებლო გამოფენები მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებითვის გაეცნონ უნივერსეტეტების პროგრამებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. ასევე საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე პროფესიული სასწავლებლებისთვის საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები“-განაცხადა მინისტრმა.

განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას ორგანიზებით იმართება და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ შეხვდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წამომადგენლებს, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და აირჩიონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, უფრო მეტი გაიგონ დაფინანსების შესაძლებლობების თუ გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე