ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ახალი კურსდამთავრებულები გამოუშვა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა წელს კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე ნაკადი გამოუშვა. წელს მაგისტრის დიპლომი 146 კურსდამთავრებულს  შვიდ სხვადასხვა სპეციალობაში გადაეცა, ესენია: სახელმწიფო მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, თვითმმართველობა და ადგილობრივი მმართველობა,  მედია და კომუნიკაციის მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი, საერთაშორისო პოლიტიკა და საერთაშორისო სამართალი.

კურდამთვარებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ბატონი ჯონ ბასი, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის GIPA-ს კურსდამთავრებულებიც იყვნენ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს  საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების სპეციალური შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ინსტიტუტის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას ახალგაზრდა თაობის აღზრდის გზით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე