ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა გრძელდება

2019 წლის 5 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსა და  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ. 

 

ღონისძიება მიზნად ისახავდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო ურთიერთობებისა და პერსპექტივების მიმოხილვას. საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ - ქალბატონმა ელეონორ გარნიემ და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა მიმოიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

 

  • საფრანგეთის კვლევითი გარემო
  • საგრანტო სქემები და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები
  • სამეცნიერო გაცვლითი და მობილობის პროგრამები
  • საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020’’

სესიის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე