ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი ,,მომავლის ევროპელი,, გამოცხადდა

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვის ესეების კონკურსი “მომავლის ევროპელი” - “Imagining the European of the future?” გამოაცხადა.

კონკურსის შინაარსსა და მასში მონაწილეობის პიროებებთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ,  ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ,  47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრეს. სტუმრებმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხეს.

კონკურსის “მომავლის ევროპელი” - “Imagining the European of the future?” ფარგლებში, მოსწავლეები შექმნიან ესეს სახის ნამუშევრებს, რომელშიც შეეცდებიან წარმოაჩინონ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია: ღირსების ხელშეუხებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ტოლერანტობა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კანონის, კულტურისა და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა და დისკრიმინაციის მიუღებლობა.

კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის  გაზრდა,  ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის   გააზრება და განვრცობა.

კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX – XII კლასის  მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე მოსწავლემ უნდა შექმნას ესეს ფორმის ლიტერატურული ნაშრომი ქართულ ენაზე, (ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეები საკუთარ ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით) რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს, როგორც ნაბეჭდი ასევე ხელნაწერის სახით. მოსწავლეების ნაშრომი უნდა იყოს თავისუფალი ფორმატის ნააზრევი. ნაშრომი უნდა ასახავდეს მოსწავლის ხედვას ევროპული ღირებულებების და მომავალში მისი  განვითარების  შესახებ; რაც მოიცავს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინკლუზიურობას, ტოლერანტობას, სამართლიანობას, სოლიდარობასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ირინა აბულაძის განცხადებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან  I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები. ასევე, კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, დაჯილდოვდება ევროპის საბჭოს მიერ გაცემული დიპლომით, რომლის გადაცემაც მოხდება 2019 წლის ოქტომბერში, ქ. სტრასბურგში, 70-ე საიუბილეო ღონისძიებაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე