ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მშობელთა ჩართულობა სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ყველაზე დაინტერესებული სეგმენტის - მშობლების ჩართულობას.

მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს და მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმძღვანელოების განხილვასა და ანალიზში, რომლითაც მისი შვილი ისწავლის.

სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ განახორციელა ცვლილება გრიფირების წესში, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფილოლოგების და სამართლის სპეციალისტების გარდა, ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ყველაზე დაინტერესებულ წარმომადგენელს - მშობელს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა.

როგორ განხორციელდება თავად პროცედურა

სამინისტრო აცნობებს სკოლებს მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობებზე. სკოლამ, თავის მხრივ, უნდა აცნობოს მშობლებს ამ შესაძლებლობის შესახებ. მშობლების მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სკოლები იმსჯელებენ და შეჯერდებიან ერთი მშობლის კანდიდატურაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით. ამ მიზნით, შერჩევის პროცესში მან შესაძლებელია ჩართოს სამეურვეო საბჭოც (იმ სკოლებში, სადაც არის) და შეჯერებული კანდიდატურა წარმოუდგინოს სამინისტროს.

სამინისტრო, კერძოდ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, უზრუნველყოფს შესაბამის იუზერისა და პაროლს მშობლისთვის, რომლის მეშვეობითაც მშობელს დაშვება ექნება სპეციალურ ელექტრონულ სისტემაზე და წვდომა - ნებისმიერ სახელმძღვანელოზე.

რეცენზირების პარალელურად,  2 კვირის ვადაში მშობელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ნებისმიერი საგნის და კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტი (ანონიმური ეგზემპლარები) და შეუდგეს მათ განხილვას.

მშობელს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე მიმართულებით დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაციები. ეს მიმართულებებია:

  1. შინაარსობრივი შენიშვნა/რეკომენდაცია;
  2. ენობრივი გაუმართაობა;
  3. სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შეუსაბამობა;
  4. ტექნიკური ხასიათის ხარვეზი.

მას შემდეგ, რაც მშობელი დაასრულებს არჩეული კომპლექტის განხილვას, შეუძლია გადავიდეს სხვა საგნის სახელმძღვანელოს კომპლექტზე.

მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციები ავტომატურად ეგზავნება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის რეცენზენტებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ მიმართულებების მიხედვით გაეცნონ გამოთქმულ მოსაზრებებს.

რეცენზენტები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის სრულად ან ნაწილობრივ გაზიარებასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ გაზიარების ან გაუზიარებლობის შემთხვევაში, რეცენზენტთან საგნობრივი ჯგუფის მიღებულ გადაწყვეტილებას ასაბუთებს. გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მშობელს.

სამინისტროს მხრიდან ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე ეცნობა ამ შესაძლებლობის შესახებ, გაგეგზავნა ინსტრუქცია და სკოლამ მშობლის კანდიდატურა უნდა წარმოადგინოს 11 მარტიდან - 17 მარტის ჩათვლით;

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე