ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო სემინარი მიეძღვნა

18-20 ნოემბერს საქართველოში ტარდება საერთაშორისო სემინარი თემაზე ,,მასწავლებელთა  მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან’’.   სემინარის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ევროპულ მოდელებს;
  • მასწავლებლის, მენტორისა და მაძიებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესს;
  • ქართველ და უცხოელ კოლეგებს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობა მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაში.

საერთაშორისო სემინარს საქართველოს განათლებისა დ  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მინისტრის განცხადებით,  ,,განათლების სისტემის წარმატება მთლიანად მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მსაწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება’’.

სემინარი საერთაშორისო პროგრამის ,,პესტალოცის’’ ფარგლებში ტარდება. პროგრამა ,,პესტალოცი” განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამას წარმოადგენს, რომელსაც ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში  ახორციელებს.

პროგრამის მიხედვით მასწავლებლებსა და განათლების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამა ,,პესტალოცის” ფარგლებში ორგანიზებულ სემინარებში. სემინარები მონაწილეებს საგანმანათლებლო ინიციატივებში ევროსაბჭოს სამუშაო და ინტერკულტურული გამოცდილების,  კოლეგებთან ინფორმაციის, მასალებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას სთავაზობს.

შესაბამისად, სემინარების თემატიკაც ევროსაბჭოს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით განისაზღვრება. ეს პრიორიტეტებია: განათლების როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში და ადამიანთა უფლებები; ინტერკულტურული დიალოგი და კონფლიქტების გადაწყვეტა; გენდერული თანასწორობა სკოლის გარემოში და ა.შ. 

საქართველო პროგრამა ”პესტალოცში” 2009 წლიდან ჩაერთო. 2009-2010 წლის განმავლობაში ”პესტალოცის” პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 27-მა ქართველმა პედაგოგმა, პედაგოგთა ტრენერმა და განათლების ექსპერტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე