ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბროშურის ”ინკლუზიური განათლება - განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები

ბროშურა ”ინკლუზიური განათლება - განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები" 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩანაწერების, ლექსებისა და პატარა მოთხრობების მცირე კრებულია, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. ბროშურა მოამზადა და გამოსცა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ბრიტანეთის საბჭოსთან (British Council) თანამშრომლობით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შემოქმედებითი კრებული პირველად გამოვიდა საქართველოში,  დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა ამ ფაქტს და აღნიშნა, რომ ახლოწარსულში ტაბუდადებული - „აუტისტური სპექტრის  მქონე” მოსწავლეთა შემოქმედების გაცნობა საზოგადოებას დაეხმარება ჩაწვდნენ ამ ბავშვების  შინაგან სამყაროს,  გაიგონ რა აწუხებთ, რას განიცდიან, რა ინტერესები   და შესაძლებლობები გააჩნიათ მათ.

ღონისძიების  მესიჯი იყო: „დაინახე ზღაპარი, რომელიც ჩემშია და რომელსაც ვატარებ!“, ბავშვებმა თავისი სათქმელი წერით გადმოსცეს, ვინაიდან მათ მეტყველებისა და სოციალური კომუნკაციის პრობლემები აქვთ.  

ქ. თბილისის 198 საჯარო სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს, მათგან მხოლოდ 10%-ია სოციალურად დაუცველი, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საჭიროების მქონეა, უმრავლესობას მეტყველების, მოტორიკის, ემოციური, თუ სოციალური კომუნიკაციის პრობლემები ან  ფუნქციათა შეზღუდვების მთელი კომპლექსი აწუხებთ, უჭირთ ფიზიკური თუ ფსიქიკური სტაბილობის დაცვა, ურთიერთობა უფროსებთან თუ თანატოლებთან. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული  განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა. სისტემატიურად ტარდება მონიტორინგი გეგმის შესრულებისა და შედეგების შესაფასებლად.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე ზრუნვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას იგი მომავალშიც გააგრძელებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე