ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამხანაგური მატჩი ფეხბურთში ინგლისურენოვან მასწავლებელთა შორის

წარმატებით მიმდინარეობს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ისინი საგაკვეთილო პროცესის წარმართვის პარალელურად, გეგმავენ და ახორციელებენ ერთობლივ  შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს მოსწავლეებისა და პედაგოგეგბის მონაწილეობით.

მარტვილის №1 საჯარო სკოლის მოხალისე მასწავლებლის იან ჰანსენის ინიციატივით, მარტვილში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან  ამერიკელი პედაგოგები ჩამოვიდნენ და  რაიონულ სტადიონზე ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გამართეს. უცხოელმა პედაგოგებმა მატჩი მადლიერების დღეს მიუძღვნეს დღესასწაულს, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ და იგი საერო დღესასწაულად ითვლება.

ქართველი მოსწავლეები დიდი მონდომებით ელოდნენ ამ დღეს. მათ ჰქონდათ ინფორმაცია მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ასევე სურდათ სხვა მოხალისე პედაგოგების გაცნობა და მათთან ერთად ამერიკული ფეხბურთის თამაში. ამ დღეს გაჩნდა იდეა, მომავალში ფეხბურთში შეეჯიბრონ იმ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ეს პედაგოგები ასწავლიან, ამ ურთიერთობებით კიდევ უფრო სრულყონ თავიანთი ინგლისური, ახლოს გაიცნონ პედაგოგთა ქვეყნების ტრადიციები.

იან ჰანსენისა და მარტვილში მყოფი მეორე მოხალისე მასწავლებლის მაქსველ ვენსნაიდერის ინიციატივით, ქ. მარტვილის №1  და ბანძის  საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მოხალისე პედაგოგებს შორის 18 ნოემბერსაც გაიმართა ამხანაგური მატჩი კალათბურთში. შეხვედრას  აღნიშნული სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მატჩი ხალისიანად ჩატარდა, უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს მასწავლებლები და ბავშვები,  გაღრმავდა სკოლებს შორის ურთიერთობაც.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე