ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა გიორგობის დღესასწაული მე-200 სკოლა-პანსიონში გაატარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მე-200 საჯარო სკოლის 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლეს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრთან ერთად მოსწავლეებს მსახიობი დუტა სხირტლაძე და პოპულარული გადაცემის ,,ვანოს შოუს’’ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი ესტუმრნენ. სტუმრებს ბავშვებმა თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს  და რამდენიმე საკონცერტო ნომერი წარმოუდგინეს.

რვა წლის ბექა ბანძელაძეს, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული, დიმიტრი შაშკინმა დიდი ხნის სურვილი აუსრულა - ბავშვს დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა სურდა, მან ამ სურვილის შესახებ თავის მოთხრობაშიც  დაწერა.

,,მე ბედნიერი ვარ, რომ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს საშუალება მომეცა ამ ბავშვებთან მოვსულიყავი და პირადად მიმელოცა მათთვის. ინკლუზიური განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მთვარია ამ ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ’’ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  137 მოსწავლე სწავლობს, მათგან  110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. სკოლაში სწავლობენ  ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური პრობლემების მქონე ბავშვები.

მე-200 საჯარო სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის, პედაგოგები ინდივიდუალური სასწავლო გეგმითა და  მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან.  ამ სკოლის პედაგოგები ხელს  უწყობენ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე