ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივას - ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა გაწეულ სამუშაოებსა და მომავალ გეგემებზე ანგარიში  მოსახლეობას წარუდგინოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები, მიღწეული შედეგები და მომავალი  ინიციატივები პირველებს სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს გააცნო.

ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით სამინისტროს მიერ არაერთი სიახლე დაინერგა და წარმატებით ხორციელდება, ეს ეხება ახალ სასწავლო გეგმას,  ახალი საგნების დანერგვას, უცხო ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლებას, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ახალ სისტემას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და სხვ. შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები  პედაგოგებმაც გამოთქვეს, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ყველა კითხვაზე პასუხი მინისტრისაგან მოესმინათ.

ანალოგიურ სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა  აუდიტორიის წინაშე მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების  ხელმძღვანელები სისტემატიურად მართავენ და იგი მომავალშიც პერმანენტულად გაგრძელდება.  სამინისტროს მიერ განხორციელებულ სიახლეებზე, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ ინიციატივებზე ანგარიში ყოველთვის იწვევს საზოგადოების დაინტერესებას და ხელს უწყობს მათ ჩართულობას პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე