ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა. დოკუმენტი  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მიერ შემუშავდა. სამას  პედაგოგს ახლადშექმნილი  დოკუმენტის მნიშვნელობაზე  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც ესაუბრა.

სქემის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას, რაც დადებითად აისახება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხზე.  

მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემის მთავრი არსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოტივირება და წახალისება. მას შემდეგ რაც, პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას, მას საშუალება ეძლევა გაიაროს კარიერული ზრდის რამდენიმე საფეხური.

პროფესიული და კარიერული ზრდის საფეხურების გავლისათვის მასწავლებელმა 7 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს მინიმუმ 7 სხვადასხვა აქტივობა. მაგალითად: ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობა, სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა, მოსწავლეთა გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და სხვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე