ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  2011 წელს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელისთვის შეისყიდის პორტატულ კომპიუტერებს.  ეს  კომპიუტერები  მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება როგორც სასწავლო პროგრამები ქართულში,  უცხო ენაში, მათემატიკასა და ლოგიკაში, ასევე  სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები  და სასწავლო შემეცნებითი თამაშები.

პორტატული კომპიუტერების შესყიდვის დროს უპირატესობა მიენიჭება საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს. დაინტერესებულ კომპანიებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში 2010 წლის 10 დეკემბრამდე.

მისამართი: უზნაძის 52;
ტელ: +995 32 31 89 40;

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე