განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - წლის რეფორმატორი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული პრიზით სისტემაში განხორციელებული რეფორმების, ინოვაციური პროექტებისა და მათი წარმატებულად განხორციელების გამო დაჯილდოვდა.
ცერემონიას უკვე მეექვსე წელია ატარებს კავშირი ”განმანათლებელი” . პროექტის მიზანია განათლების, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის, ასევე სოცილაური პროექტების ხელშემწყობ კომპანიათა და სახელმწიფო სტრუქტურების გამოვლენა.
ცერემონიალის დამფუძნებელთა და კონსულტანტთა ერთობლივი გადაწყვეტილებით წლევანდელ ნომინატთა სიაში მოხვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო- განხორციელებული ახალი საგანმანათლებლო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
წლევანდელი წლის სხვა ნომინანტები იყვნენ:
- ქ.თბილისის მერია (პროექტებისთვის ”ძველი თბილისის აღმშენებლობა”);
- იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრი;
- ეროვნული სამედიცინო სკრინინგ ცენტრი.
ნომინანტთა სიაში ასევე მოხვდნენ სხვადასხვა კერძო კომპანიები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის მშენებლობაში .


