ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა სოფელი ჩხარის საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის რეგიონის სოფელ ჩხარში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.

სკოლის მშენებლობა 2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. ახალი სკოლის მშენებლობა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 1991 წელს მიწისძვრის შედეგად სკოლა  ავარიული გახდა და შეწყდა სასწავლო პროცესი, მოსწავლეები კი სოფელი ჩხარის მიმდებარე სკოლებში გადანაწილდნენ.

ახალი სკოლის აშენებით სოფელი ჩხარის მოსწავლეებს საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება. ახალი სკოლა სრულად პასუხობს თანამედროვე სკოლის სტანდარტებს, სკოლაში 232 მოსწავლე სწავლობს.

სკოლის საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, სკოლას ჰყავს მოსწავლეთა სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციებში გამარჯვებული მოსწავლეები. მათგან 15 მოსწავლეს მინიჭებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი, 10 მოსწავლეს მეორე ხარისხის დიპლომი, ხოლო 7 მოსწავლეს მესამე ხარისხის დიპლომი. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, ჰყავთ არაერთი გამარჯვებული მოსწავლე.

წარჩინებული სწავლისთვის პროგრამით ”ჩემი პირველი კომპიუტერი” დაჯიდოვებულია ოთხი მოსწავლე, სკოლას აქვს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევებიც. სკოლას  ასევე ჰყავს წარჩინებული კურსდამთავრებულები - ორმოცამდე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, 41 სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის მქონე კურსდამთავრებული;

საქართველოს პრეზიდენტმა ჩხარის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები გვანცა ამირანაშვილი და გიორგი რობაქიძე პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე